logo
ENG



"მეორედ მოსვლა" - სირცხვილია ხვალ მთავრობის დამტკიცების პარალელურად აქციას გამართავს

21 თებ 202122:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/21/mm0zr3umjgcnt25.jpg

"მეორედ მოსვლა" - მოძრაობა სირცხვილია ხვალ, 21 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დამტკიცების პარალელურად პარლამენტთან აქციას გამართავს. 

"ერთად შევეგებოთ ჰაკიმ ფაშას მეორედ და ბოლოჯერ მოსვლას, მეგობრებო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილსა და ახალ მინისტრთა კაბინეტს უყრიან კენჭს. შაბათ-კვირას კანდიდატებს კომიტეტებზე მოუსმინეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ქართულმა ოცნებამ ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად მას შემდეგ წარადგინა, რაც ეს პოსტი გიორგი გახარიამ დატოვა. გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებია აღსრულებას უკავშირდება. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. მისივე განცხადებით, ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.


close დახურვა